ბრაზილიის ნაკრებში ალვესს ფაბინიო შეცვლის

ბრაზილიის ნაკრებში ალვესს ფაბინიო შეცვლის

ოფიციალური ინფორმაციით, "ბარსელონას" მარჯვენა მცველი დანი ალვესი ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში ამხანაგურ შეხვედრებში, კოსტა რიკასთან (5 სექტემბერი) და ამერიკასთან (8 სექტემბერი) ვერ ითამაშებს და მას "მონაკოს" ფეხბურთელი ფაბინიო შეცვლის.

ალვესი თავის ნაკრებს ესპანეთის პირველი ტურის შეხვედრაში "ბილბაოსთან" მიღებული ტრავმის გამო ვერ დაეხმარება, რის გამოც 32 წლის ბრაზილიელს მინიმუმ 3 კვირა გაუცდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.