პიკე: "მოიგებს თუ არა "ბარსა" პრიმერას, მსაჯებზე დამოკიდებული არაა"

პიკე: "მოიგებს თუ არა "ბარსა" პრიმერას, მსაჯებზე დამოკიდებული არაა"

"ბარსელონას" ცენტრალური მცველი ხერარდ პიკე აცხადებს, რომ მსაჯებზე დამოკიდებული არაა, მოიგებს თუ არა კატალონიური კლუბი ესპანეთის ჩემპიონატს.

"მოიგებს თუ არა "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონატს, მსაჯებზე დამოკიდებული არაა. ისინი 100 პროცენტით მიუკერძოებელნი არიან.

თუ კი ერთ თამაშს აგებ, ბრძოლა არ სრულდება. პრიმერას ბოლო 7 თამაშიდან 5 მოვიგეთ.

4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია? ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და იმედი მაქვს, ბანი შემიმცირდება. რთულია, როდესაც გუნდის დახმარების შესაძლებლობა არ გაქვს.

პედრო? პედროს უნდა, თავი უფრო მნიშვნელოვნად იგრძნოს. ამას პატივი უნდა ვცეთ. ის შესანიშნავი ადამიანია. მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.