პიკე: "თუ ლა ლიგა ვერ მოვიგეთ, ეს მხოლოდ ჩვენი ბრალი იქნება"
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი ხერარდ პიკე ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისი გუნდი პრიმერა დივიზიონის ფავორიტია.
"ჩემპიონატი მოგებული ჯერ კიდევ არაა, მაგრამ კარგ მდგომარეობაში ვართ და თუ ვერ გავიმარჯვეთ, ამაში მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დავადანაშაულოთ. ეს არ უნდა დავუშვათ.
ესპანეთის თასზე სერიოზული მეტოქეები გავიარეთ. შუადღეს თამაში ხშირად გვიწევს, რაც კარგი არაა, მაგრამ ამას შევეგუეთ, როგორც ყველა დანარჩენი.
წაგება არ გვიყვარს. ზოგჯერ ხდება, რომ მოგება ვერ ხერხდება, თუმცა გვინდა, რომ გამარჯვებები განვაგრძოთ.
ვაკეთებთ იმას, რაც კარგად გამოგვდის. თამაშისგან სიამოვნება უნდა მიიღო და შეეცადო, საუკეთესო იყო."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]