გალიარდო: "ბარსასთან" ტოლსწორად თამაში შეგვიძლია"

გალიარდო: "ბარსასთან" ტოლსწორად თამაში შეგვიძლია"

"რივერ პლეიტის" მთავარი მწვრთნელი მარსელო გალიარდო მიიჩნევს, რომ თუ მისი გუნდი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე "ბარსელონას" დაუპირისპირდება, კატალონიურ გუნდს წინააღმდეგობას გაუწევს.

"ჩემი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ნებისმიერ მეტოქესთან ტოლსწორად ვითამაშოთ. ჩვენი გუნდი ამისთვის მზადაა როგორც ფუნქციონალურად, ასევე ფსიქოლოგიურად. ვფიქრობ, ჩვენ და "ბარსელონას" მოგების თანაბარი შანსები გვაქვს. კატალონიური გუნდი, უკვე 5-6 წელია, თითქმის ერთი და იგივე შემადგენლობით თამაშობს. ჩვენ კი, ჯერ გუნდი გავაძლიერეთ, შემდეგ კი, ფეხბურთელების დაკარგვა დავიწყეთ. ამ მხრივ, ძლიერ ევროპულ გუნდებთან შედარებით, ყოველთვის ჩამორჩენა გვექნება."

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" და "რივერ პლეიტი", მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, ერთმანეთს იმ შემთხვევაში დაუპირისპირდებიან, თუ ნახევარფინალურ ეტაპს დაძლევენ. ეს ტურნირი, 10-დან 20 დეკემბრამდე, იაპონიაში ჩატარდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.