ფულ ჰაუსი ლუის ენრიკესგან

ფულ ჰაუსი ლუის ენრიკესგან

არავის ძალუძს ლუის ენრიკეს "ბარსელონის" დამარცხება. 26 გუნდი, რომელთაც დამარცხება იწვნიეს ლუის ენრიკეს შეგირდებისაგან. მართლაც რომ შთამეჭდავი რიცხვია. ერთადერთი გუნდი, რომელიც ახერხებდა არ დამარცხებულიყო, ეს არის "მალაგა", მაგრამ შაბათი დღის შემდეგ "მალაგაც" შეემატა დამარცხებულთა რიცხვს.

26 დამარცხებული გუნდი - "ბარსამ" საბოლოო ჯამში შეძლო და დაამარცხა 19 გუნდი ესპანეთის ჩემპიონატიდან, 6 გუნდი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან და არ დაგვავიწყდეს "უესკა", რომელმაც კოპა დელ რეის გათამაშების მერვედფინალურ შეხვედრაში დამარცხება იწვნია.

ყველაზე მეტი ბურთი საკუთარ კარში მიიღო "ელჩემ", 18 გაშვებული ბურთი 4 შეხვედრაში (ესპ. ჩ 3-0,6-0. კდრ 4-0,5-0). მეორე გუნდი გაშვებული ბურთების რაოდენობით არის "კორდობა", 13 გაშვებული ბურთი 2 შეხვედრაში (ესპ. ჩ 5-0,8-0).
ყველაზე ნაკლები, თითო-თითო ბურთი გაუშვა ორმა გუნდმა, "მალაგამ" და "სელტამ".
"ბარსელონის" კარში ყველაზე მეტი ბურთი გაიტანა ბილბაოს "ატლეტიკმა". 8 ბურთი 5 შეხვედრაში.
ხოლო "ელჩემ", "კორდობამ", "ლევანტემ", "ხეტაფემ", "ეიბარმა", "ვალენსიამ" და აპოელ-მა ვერცერთი.

მესი, სტატისტიკის მეფე-არგენტინელმა ლიდერმა, ლუის ენრიკეს მწვრთნელობის პერიოდში საგრძნობლად მოუმატა, რაც აისახა კიდევაც მის პირად სტატისტიკაზე. მესი ერთ-ერთი ლიდერია არამხოლოდ გატანილ ბურთებში, არამედ ასისტებშიც, კარში დარტყმებში და მინდორზე გატარებული დროითაც. მესიზე, ისევე, როგორც ნეიმარზე, ყველაზე მეტჯერ დაჯარიმდნენ, 153-ჯერ.

ლუის ენრიკეს შეგირდებს აქვთ საშუალება გააუმჯობესონ საკუთარი სტატისტიკა, რამეთუ ახლო მომავალში უწევთ თამაშები ესპანეთის ჩემპიონატში "ბეტისთან", "ლას პალმასსთან" და ხიხონის "სპორტინგთან". ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე "რომასთან", ბატე-სთან და ლევერკუზენის "ბაიერთან".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.