არდა თურანმა თურქეთს მოაგებინა

არდა თურანმა თურქეთს მოაგებინა

"ბარსელონას" თურქი ნახევარმცველი არდა თურანი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხანია უთამაშებელია (FIFA-ს შეზღუდვის გამო), მაინც კარგ ფორმაში იმყოფება. სწორედ 28 წლის ფეხბურთელის შესანიშნავი თამაშია იმის მიზეზი, რომ თურექთის ეროვნულმა ნაკრებმა ჰოლანდია 3:0 გაანადგურა.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჰოლანდია თურქეთს მინიმუმ ქულის ასაღებად ეწვია, მაგრამ დენი ბლინდის გუნდმა, პირველივე ტაიმში, არდა თურანისგან მძიმე დარტყმა მიიღო. "ბარსელონას" ფეხბურთელმა, მე-8 წუთზე, აქტივში საგოლე გადაცემა ჩაიწერა, 26-ე წუთზე კი, მეტოქის კარი თავადაც აიღო. შეხვედრის მიწურულს, თურქებმა კიდევ ერთხელ გაიტანეს და მეტოქე გაანადგურეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.