კლიუვერტი: "ბარსელონას" გაწვრთნაზე ვოცნებობ"
კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი, პატრიკ კლიუვერტი, რომელიც ამჟამად კიურასაოს ნაკრებს წვრთნის, აღიარა, რომ მისი ოცნება კატალონიური კლუბის გაწვრთნაა. იტყობინება, AS.
"მომავალში დიდ კლუბში მუშაობა მსურს. ეს ჩემი მიზანია. მე ხანგრძლივი კარიერა მქონდა მოთამაშის რანგში, 2014 წელს კი ვან გაალის თანაშემწე ვიყავი. ახლა კი მსურს რაც შეიძლება წინ წავიდე, როგორც მწვრთნელი, მე ყოველთვის ვეძებ ახალ გამოწვევებს. მენატრება თუ არა "კამპ ნოუ"? რა თქმა უნდა! ჩემი ოცნებაა - ერთხელაც "ბარსელონას" მწვრთნელი გავხდე, მაგრამ ვაცნობიერებ, რომ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ შორსაა." - განაცხადა, კლიუვერტმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]