დატვირთული 22 დღე
ლუის ენრიკეს შეგირდებს წინ დატვირთული 22 დღე ელით, მათ 7 ოფიციალური შეხვედრის ჩატარება მოუწევთ. 5 მატჩი ლა ლიგის, ხოლო 2 ჩემპიონთა ლიგის.
მას შემდეგ, რაც ეროვნული ნაკრებებიდან გუნდის ყველა წევრი დაბრუნდება, მათ ინტენსიური სამუშაოების ჩატარება მოუწევთ. კატალნიელებს 12 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე სამ ან ოთხ დღიანი შუალედით აქვთ თამაშები. ამ ყველაფერს "ბარსელონა" მადრიდში, "სახიფათო" მოგზაურობით, 2014 წლის ლა ლიგის გამარჯვებულთან შეხვედრით იწყებს. შეხვედრა "ვისენტე კალდერონზე" 12 სექტემბერს თბილისის დროით 22:30 წუთზე გაიმართება.
ამის შემდეგ გუნდი იტალიაში გაემგზავრება და 16 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩს "რომასთან" გამართავს.
კატალონიაში დაბრუნებული მოთამაშეები ლა ლიგის სამ შეხვედრას: "ლევანტესთან" 20, "სელტასთან" 23 , "ლას პალმასთან" კი 26 სექტემბერს ჩაატარებენ. "ბლაუგრანა" 29 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში გერმანულ "ბაიერს" უმასპინძლებს. 3 ოქტომბერს კი "ბარსელონას" "სევილია" უმასპინძლებს.
როდესაც აღნიშნული მატჩები დასრულდება, კლუბის ზოგიერთ წევრს დასვენება მოუწევს, ზოგს კი ეროვნული ნაკრების დახმარება. ევროპელები Euro 2016-ის საკვალიფიკაციო შეხვედრებში, ხოლო სამხრეთ ამერიკელები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიოატის შესარჩევ მატჩებში მიიღებენ მონაწილეობას.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]