დანი ალვეში „მონცაში“ იმოფებოდა, ფორმულა 1-ის შეჯიბრზე

დანი ალვეში „მონცაში“ იმოფებოდა, ფორმულა 1-ის შეჯიბრზე

კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელი მარჯვენა მცველი დანი ალვეში მიღებული ტრავმის გამო მცირე დროით გამოეთიშა სავარჯიშო ბაზას და გადაწყვიტა "მონცაში", ფორმულა 1-ის შეჯიბრს დასწრებოდა.

"მონცა" - იტალიის ცენტრალური ავტოდრომია, რომელიც 1950 წლიდან მასპინძლობს ფორმულა 1-ის რბოლებს. სწორედ აქ გაიმართა ამ კვირაში იტალიის გრან-პრის ჩემპიონატი.

დანი ალვეში ამ შეჯიბრზე მისმა თანამემამულემ - ფელიპე მასამ მიიწვია. სწორედ ამ რბოლაში მონაწილეობს ბრაზილიელი პილოტი, რომელიც "უილიამსის" ბოლიდით ასპარეზობს. ისინი რბოლის დაწყებამდე შეხვდნენ ერთმანეთს და სამომავლო გეგმები განიხილეს.

აქვე გეტყვით, რომ დანი ალვეშის იქ ყოფნამ გრან-პრის ამ ჩემპიონატზე თანამემამულეს მესამე ადგილი მოაპოვებინა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.