ფერნანდესი: "იარმოლენკოსთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებდით"
კატალონიის "ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, რობერტ ფერნანდესმა პრესასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კლუბს არანაირი მოლაპარაკებები არ ჰქონია კიევის "დინამოს" ნახევარმცველთან, ანდრე იარმოლენკოსთან. იტყობინება, Football Espana.
"ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენ არანაირი სახის მოლაპარაკებები არ გვქონია ამ ტრანსფერზე." - განაცხადა, ფერნანდესმა.
შეგახსენებთ, რომ გასული სატრანსფერო ფანჯრის მსვლელობისას, უკრაინელი ფეხბურთელი არაერთხელ დაუკავშირეს "ბარსელონას".
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]