რობერტ ფერნანდესი: "მესი მთელი ცხოვრების მანძილზე ჩვენს კლუბში ითამაშებს"

რობერტ ფერნანდესი: "მესი მთელი ცხოვრების მანძილზე ჩვენს კლუბში ითამაშებს"

კატალონიის "ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, რობერტ ფერნანდესმა განაცხადა, რომ კლუბი ლიონელ მესის არასოდეს გაყიდის. იტყობინება, Football Espana.

"არის თუ არა შანსი, რომ "ბარსელონამ" მესი გაყიდოს? არა, ის მთელი ცხოვრების მანძილზე ამ კლუბში ითამაშებს. სამწუხაროდ ის "ბარსელონაში" მუდამ ვერ ითამაშებს, მაგრამ წინ კიდევ დიდი დრო აქვს. ცხადია, რომ ასაკთან ერთად ადამიანები რაღაცას კარგავენ, თუმცა მესი საკმარისად ჭკვიანი ფეხბურთელია, რათა დიდებული თამაშის დემონსტრირება მოახდინოს. 

ისეთი ფეხბურთელის პოვნა, როგორიც მესია შეუძლებელია. ის, რასაც მან მიაღწია აქამდე არავის გაუკეთებია, გადახედეთ მის სტატისტიკას, გოლებს, ტიტულებს და მიხვდებით, რომ ამის განმეორება შეუძლებელია." - განაცხადა, ფერნანდესმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.