პიკე: "რეალს" ყოველთვის ცუდს ვუსურვებ"
"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, ხერარდ პიკემ, დღეს, პრესკონფერენცია გამართა და მის გარშემო შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.
როგორც იცით, სანაკრებო პაუზის დროს, პიკეს მადრიდის "რეალის" გულშემატკივრებმა უტვინეს. ამის შემდეგ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა, "სანტიაგო ბერნაბეუზე" დანიშნული ესპანეთისა და ინგლისის ამხანაგური თამაში სხვა სტადიონზე გადაეტანა.
პიკემ დღევანდელი პრესკონფერენცია საინტერესოდ დაიწყო: "ძალიან ბედნიერი ვარ. გუშინ, სოკოების მოსაკრეფად ვიყავი. 3 კალათა გავავსეთ. დღესაც იწვიმა და კიდევ უფრო მეტი სოკო იქნება."
სტვენა გულშემატკივრებისგან? სიმარლე გითხრათ, ეს ჩემზე არ მოქმედებს. ხალხს შეუძლია თავისი აზრი გამოთქვას. უფრო მეტად გუნდსა და მწვრთნელზე ვფიქრობ. ვფიქრობ, გულშემატკივრები "ბარსა"-"რეალის" დაპირისპირების გამო მისტვენენ, მაგრამ არ შევიცვლები. "რეალს" ყოველთვის ცუდს ვუსურვებ.
როდესაც "რეალი" "იუვენტუსს" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ხვდებოდა, ბუფონის მაისური მეცვა.
გასულ სეზონში, "ატლეტიკოსა" და "რეალს" შორის გამართული შეხვედრის წინ, კასილიასს ვუთხარი, რომ მინდოდა მის გუნდს 4 გოლი გაეშვა. ასეც მოხდა. ეს ძალიან სასაცილო იყო.
ეროვნულ გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა. "რეალის" ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობა მაქვს.
ტრებლის აღნიშვნის დროს კევინ როლდანის ხსენება? ეს ჟესტი ლამაზი არ იყო, მაგრამ ყოველთვის სერიოზულები არ უნდა ვიყოთ.
ეროვნული ნაკრების დატოვება უკანასკნელი რამ იქნება, რასაც გავაკეთებ. ესპანეთის ნაკრებში ფულის გამო არ ვთამაშობ. "ბარსელონაში" 50-ჯერ მეტს გამოვიმუშავებ. ამას არც პრესტიჟისთვის ვაკეთებ - "ბარსელონასთან" ერთად ტრებლი უკვე 2-ჯერ მოვიგე.
"სანტიაგო ბერნაბეუს" ტრიბუნებიდან სტვენა სიმფონიასავით ჩამესმის. თუმცა, ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც "ბარსას" მაისურით ვთამაშობ. ეროვნული ნაკრები ამის გამო არ უნდა დაზარალდეს.
ესპანეთის ნაკრებში იმიტომ ვთამაშობ, რომ ასე მიმაჩნია სწორად. ვითამაშებდი თუ არა კატალონიის ნაკრებში? ჰიპოთეზებზე საუბარი არ მსურს."პიკემ კომენტარი სერხიო რამოსზეც გააკეთა. ცოტა ხნის წინ, "რეალის" მცველმა ნაკრებში თანაგუნდელი არ დაიცვა და განაცხადა, რომ პიკეს შეცვლა უკვე გვიანია. "ხალხმა ჩემი შეცვლა არ უნდა ეცადოს, რადგან ამას არ გავაკეთებ. საჭიროა ხალხმა ისწავლოდ, როგორ შეეგუოს ჩემს საქციელს. რამოსთან, თავიდან, ცივი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]