პიკეს დისკვალიფიკაცია ძალაში დარჩა
"ბარსელონას" საჩივარმა, რომელიც გუნდის ცენტრალური მცველის, ხერარდ პიკეს დისკვალიფიკაციას ეხებოდა, შედეგი არ მოიტანა. ამ ინფორმაციას Radio Catalunya ავრცელებს.
პიკემ წითელი ბარათი "ბილბაოსთან" ესპანეთის სუპერ თასზე გამართულ მატჩში, არბიტრისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო მიიღო, რასაც 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მოჰყვა. "ბარსამ" სასჯელი გაასაჩივრა. თუმცა, დღეს გაირკვა, რომ პიკეს დისკვალიფიკაცია ძალაში დარჩა. ეს ნიშნავს, რომ ის პრიმერა დივიზიონის კიდევ 2 მატჩს გამოტოვებს. ამ შეხვედრებში "ბარსა" "ატლეტიკოსა" და "ლევანტეს" დაუპირისპირდება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]