ჩავის სადებიუტო ასისტი

ჩავის სადებიუტო ასისტი

"ბარსელონას" ლეგენდამ, ჩავი ერნანდესმა, კატარულ "ალ სადში" ოფიციალური დებიუტი საგოლე გადაცემით აღნიშნა.

"ალ სადი", კატარის ჩემპიონატის პირველ ტურში, "ალ მესაიმერს" ეწვია. შეხვედრის მე-12 წუთზე, ჩავიმ ჯარიმიდან ბურთი იუნ-სო ლის მისამართით გაგზავნა, ხოლო კორეელმა თავით ზუსტად დაარტყა და კატალონიელმა ნახევარმცველმა აქტივში პირველი ასისტი ჩაიწერა. ამის შემდეგ, ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, მურიკიმ ჰეთ თრიქი შეასრულა და "ალ სადმა" 4:0 მოიგო.

[media=https://youtu.be/BbjGV7Dd94c]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.