ჩავიმ "ალ სადის" ოფიციალურ თამაშში პირველად გაიტანა
"ბარსელონას" ლეგენდამ, ჩავი ერნანდესმა, დღეს, კატარულ "ალ სადის" ოფიციალურ შეხვედრაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
35 წლის ესპანელის გუნდი, კატარის ჩემპიონატში, საშინაო შეხვედრაში "უმ სალალს" შეხვდა. თამაში საყაიმო ანგარიშით, 2-2 დასრულდა. მატჩის 63-ე წუთამდე, როდესაც ჩავიმ გაიტანა, სტუმრები წინ იყვნენ. 2 წუთში მასპინძლები დაწინაურდნენ, ესპანელმა ლეგენდამ კი ამჯერად საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. მიუხედავად ამისა, 81-ე წუთზე "ალ სადმა" კიდევ ერთი ბურთი გაუშვა.
[media=https://www.youtube.com/watch?v=J23-OfgAmWE/]
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]