"რომასთან" მატჩის განაცხადში 20 ფეხბურთელი მოხვდა
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ის 20 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "რომასთან" გასამართი მატჩის განაცხადში მოხვდნენ.
რომში დუგლასი, დანი ალვესი, კლაუდიო ბრავო, ალეიშ ვიდალი, ტომას ვერმალენი და არდა თურანი არ მიემგზავრებიან. "ბარსა ბ"-დან განაცხადში ხოსე სუარესი და გუმბაუ მოხვდნენ.
16 სექტემბერს გასამართი მატჩისთვის "ბარსელონას" განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, მასიპი, ხოსე სუარესი, ს. რობერტო, პიკე, ბარტრა, მასკერანო, მატიე, ადრიანო, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, გუმბაუ, ინიესტა, რაფინია, მუნირი, მესი, სუაერსი, სანდრო, ნეიმარი. საბოლოო განაცხადში კი 18 ფეხბურთელი მოხვდება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]