მასკერანო განაცხადში ვერ მოხვდა
"ბარსელონას" დამრიგებელმა, ლუის ენრიკემ ის 18 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც "რომასთან" დღეს გასამართი მატჩის განაცხადში მოხვდნენ.
განაცხადს მიღმა დარჩა ხავიერ მასკერანო, რომელმაც "რეალთან" მატჩში ტრავმა მიიღო. მწვრთნელის გადაწყვეტილებით განაცხადში სანდრო და მასიპი ვერ მოხვდნენ. 18-კაციან სიაში მოხვდა "ბარსა ბ"-ს საყრდენი ნახევარმცველი სერხი სამპერი.
"რომასთან" გასამართი მატჩისთვის "ბარსელონას" განაცხადი ასე გამოიყურება:
ტერ შტეგენი, ბრავო, ალვესი, პიკე, ბარტრა, ვერმალენი, მატიე, ადრიანო, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, სამპერი, ს. რობერტო, ინიესტა, მუნირი, მესი, სუარესი, ნეიმარი.
შეგახსენებთ, რომ თამაში დღეს, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე გაიმართება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]