ჯერარდი: „ვიცი, რომ კოუტინიოს მომავალი კლუბი შესაძლოა „ბარსელონა“ იყოს“
"ლივერპულის" ინგლისელი ლეგენდა სტივენ ჯერარდი, რომელიც ამჟამად "ლოს ანჯელეს გალაქსის" რიგებში ასპარეზობს, 23 წლის ბრაზილიელ შემტევ ნახევარმცველ კოუტინიოზე საუბრობს.
სტივენ ჯერარდი თავის ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში სახელად "ჩემი ისტორია" აღნიშნავს, რომ 23 წლის კოუტინიოს შეუძლია გააგრძელოს განვითარება, დატოვოს "ლივერპული" და სათამაშოდ გადავიდეს "ბარსელონაში", ისევე როგორც ეს ლუის სუარესმა გააკეთა.
"ლივერპულის" ბევრ გულშემატკივარს სურს, რომ კოუტინიო დარჩეს "წითლების" რიგებში. მან ახალხანს გააფორმა კონტრაქტი. ის და მისი მეუღლე ძალიან ლამაზი წყვილი არიან და ისინი ინგლისში თავს კომფორტულად გრძნობენ."
"...მაგრამ, მე ვიცი ორი ესპანური გიგანტის არსებობის შესახებ - "ბარსელონა" და "რეალი", ისინი კოუტინიოს თვალს ადევნებდნენ რამოდენიმე სეზონი და სურთ ბრაზილიელის თავიანთ კლუბში გადაბირება, ზუსტად ისევე როგორც სუარესის შემთხვევაში." - დაასრულა სტივენ ჯერარდმა.
კოუტინიოს ახალი კონტრაქტი "ლივერპულთან" 2020 წლამდეა გათვლილი, ხოლო კომპენსაციის თანხა კი 30 მილიონ ევროს მოიცავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]