ფრეიშა: "ბარსას" თურანს ან ვიდალს დარეგისტრირება შეუძლია"

ფრეიშა: "ბარსას" თურანს ან ვიდალს დარეგისტრირება შეუძლია"

ბარსელონას ყოფილი დირექტორი და პრეზიდენტობის კანდიდატი ტონი ფრეიშა აცხადებს, რომ კლუბს შეუძლია ახალი ფეხბურთელების დარეგისტრირება ტრავმიანი რაფინიას ჩასანაცვლებლად, რადგან სატრანსფერო ბანს, რომელიც "ბარსას" ფიფამ დააკისრა, დრო ამოეწურა.

შეგახსენებთ, რომ "ბარსამ" არდა თურანი და ალეიშ ვიდალი გასულ ზაფხულს გაიფორმა, მიუხედავად სანქციისა, რომელიც ბლაუგრანას არასრულწლოვან ფეხბურთელებთან კონტრაქტის წესების დარღვევით გაფორმების გამო დაეკისრა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსას" ვიდალისა და თურანის გამოყენება ეკრძალება 2016 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე, ფრეიშას განცხადებით კი, ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთს, ახლავე შეუძლია თამაში ბრაზილიელის შემცვლელად - რომელმაც "რომასთან" მატჩში მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყიტა და დიდი ალბათობით ამ სეზონზე გუნდს ვეღარ დაეხმარება - რადგან ფრეიშას აზრით სანქციას ვადა 31 აგვისტოს, სატრანსფერო ფანჯრის დახურვისთანავე გაუვიდა.

"ბარსას" შეუძლია ჩაანაცვლოს რაფინია რომელიმე ახალწვეულით. RFEF (Royal Spanish Football Federation) - ის 124.3 მუხლის მიხედვით ეს კანონით დასაშვებია და აქ ფიფას უფლებამოსილება არ ვრცელდება." - განაცხადა ტონი ფრეიშამ საკუთარ Twitter- ის გვერდზე.

"ორი სატრანსფერო ფანჯარა - 2015 წლის ზამთრის და 2015 წლის ზაფხულის." - განაცხადა ფრეიხამ AS-თან ფიფას სანქციაზე საუბრისას, სანამ გამოაცხადებდა, რომ "ბარსას" ვიდალის ან თურანის დამატება შეუძლია.

მიუხედავად იმისა, რომ ფრეიშა თვლის, კატალონიურ გრანდს შეუძლია ასეთი ჩანაცვლების განხორციელება, AS თუ დავუჯერებთ, პრეზიდენტობის კანდიდატის აზრით, ხელმძღვანელობა ვერ ბედავს ფიფასთან დაპირისპირება, რადგან საერთაშორისო ფეხბურთის ორგანიზაციაში ეს საკითხი ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.