საარბიტრაჟო სასამართლომ "ბარსელონას" საჩივარი არ დააკმაყოფილა

საარბიტრაჟო სასამართლომ "ბარსელონას" საჩივარი არ დააკმაყოფილა

ესპანური Sport-ის ცნობით, კატალონიის "ბარსელონამ" ვერ შეძლო ხერარდ პიკეს 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციის შემცირება, რომელიც ცენტრალურმა მცველმა "ბილბაოსთან" ესპანეთის სუპერ თასის განმეორებით შეხვედრაში (1:1) გვერდითი არბიტრისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო მიიღო.

პიკემ ამ სასჯელის გამო ესპანეთის პრიმერაში 3 თამაში უკვე გამოტოვა. კატალონიური კლუბი ცდილობდა, ესპანელ ფეხბურთელს "ლევანტესთან" თამაშის უფლება მიეღო, თუმცა სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში საჩივარი არ დააკმაყოფილეს და გადაწყვიტეს, რომ 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ფეხბურთელის ჩადენილი საქციელის ადეკვატურია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.