"ბარსა" ამ სეზონში დიდი იღბალით ვერ დაიკვეხნის

"ბარსა" ამ სეზონში დიდი იღბალით ვერ დაიკვეხნის

ალბათ დამეთანხმებით, რომ უიღბლობაა, როცა ლა ლიგის პირველ სამ ტურში სამივე ურთულესი დაპირისპირება გელის, და ამას ისიც ემატება, რომ კარის მიმართულებით გაგზავნილ ბურთს ხარიხა ბადეში გახვევის საშუალებას არ აძლევს.

ამ სეზონში ჩატარებულ შვიდ ოფიციალურ მატჩში, "ბარსას" სამჯერ არ გაუმართლა ზემოხსენებული მიზეზის გამო. აღსანიშნავია, სამივე შემთხვევა ლა ლიგის თითოეულ დაპირისპირებაში მოხდა. თავდაპირველად, "სან მამესზე", დანი ალვეშის მიერ ტრავმის მიღების გამო გაკეთებულმა იძულებითმა ცვლილებამ, შეიძლება ითქვას, რომ ასე თუ ისე გაამართლა. ყოველი შემთხვევისთვის, იმ მატჩში სერხი რობერტო, რომელიც თავის ახალ პოზიციაზე მეორე მატჩს ატარებდა (პირველი გამპერის თასზე "რომასთან"), საკმაოდ აქტიურად ჩაერთო თამაშში, და ერთი-ორი კარგი ეპიზოდიც შემოგვთავაზა. აღსანიშნავია მისი უძლიერესი დარტყმა საჯარიმოს მისადგომებიდან, თუმცა რობერტოს ცოტა დააკლდა ძალიან რთულ შეხვედრაში ულამაზესი გოლის გატანამდე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბურთი ხარიხას მოხვდა.

ასევე ხარიხას მოხვდა მაშერანოს თავური "მალაგას" კარში და სუარესის დარტყმა "ვისენტე კალდერონზე".

ყველაფრის მიუხედავად, ბლაუგრანამ სამივეჯერ შეძლო გამარჯვების მოპოვება და დღეს ისინი "ლევანტეს" საკუთარ კედლებში, თბილისის დროით 22 საათსა და 30 წუთზე დაუპირისპირდებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.