თეო უოლკოტი - პედროს შემცვლელი?

თეო უოლკოტი - პედროს შემცვლელი?

როგორც იცით, "ბარსამ" გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე, პედრო როდრიგესი "ჩელსიში" გაუშვა. ესპანელის წასვლით გამოწვეულმა სერიოზულმა პრობლემებმა სეზონის დასაწყისში უკვე იჩინეს თავი.

დღითი დღე კატალონიელთა ლაზარეთს ახალ-ახალი ფეხბურთელები ემატებიან. ისინი, ვისი წყალობითაც ამ რამდენიმე ჩატარებულ მატჩში როტაცია ხდებოდა. ამ ფაქტთან ერთად კი, თანდათან ყველა ვრწმუნდებით, რომ ბლაუგრანას მომდევნო ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე სერიოზული ტრანსფერების გაჩარხვა მოუწევს. რაფინიას ტრავმამაც საუბრები "ბარსას" სერიოზულ დანაკლისზე კიდევ უფრო გაახშირა.

ვერ ვიტყვით, რომ ეს ჭორები მხოლოდ და მხოლოდ ჟურნალისტების მიერ აგორებული და უსაფუძვლოა, "ბარსას" ნამდვილად სჭირდება მოთამაშე, რომელიც შემტევ ტრიოსაც და ნაწილობრივ ნახევარდაცვის ხაზსაც ოდნავი შესვენების საშუალებას მისცემს. გარდა ამისა, არ გვყავს მოთამაშე სათადარიგოთა სკამზე, რომელსაც პრინციპულ მატჩებში შეტევის გამწვავება შეუძლია, თუ რა თქმა უნდა MSN-ს არ წაუვიდა თამაში, მუნირისა და სანდროს დიდი პატივისცემის მიუხედავად, მათ ჯერ კიდევ აკლიათ გამოცდილება ამ ფუნქციის შესასრულებლად.

კატალონიელებს ამ დიდი პრობლემის გასაღებად კი ლონდონის "არსენალის" 26 წლის შემტევი თეო უოლკოტი მიაჩნიათ. ფეხბურთელი ძალიან სწრაფი და ტექნიკურია, ამასთან შეუძლია თამაში თავდასხმის ნებისმიერ პოზიციაზე და არამარტო თავდასხმაში - ნახევარდაცვაშიც კი. განსაკუთრებით ბოლო წინადადების გათვალისწინებით, "ბარსასთვის" უოლკოტი იდეალური ვარიანტი იქნებოდა, მით უმეტეს, რომ არსენ ვენგერის გადაწყვეტილებებით უოლკოტი დიდად კმაყოფილი არაა. ალბათ დამეთანხმებით, რომ უოლკოტი ის ფეხბურთელია, რომელსაც მესის, სუარესისა და ნეიმარის კომპანიონობა ნამდვილად შეუძლია.

პრობლემა კი ისაა, რომ ფეხბურთელს თავის ამჟამინდელ გუნდთან კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს და არის საუბრები იმაზეც, რომ გუნდი ახალ კონტრაქტს ამზადებს მისთვის, სადაც ხელფასის გაზრდაზე იქნება საუბარი. ახლა ყველაფერი ინგლისელ ფეხბურთელზეა დამოკიდებული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.