პედროს "ბარსელონაში" დაბრუნება შეეძლო
კატალონიის "ბარსელონა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, პედროს დაბრუნებას ცდილობდა, მაგრამ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლო.
როგორც იცით, ზაფხულში "ბარსელონას" პრიორიტეტი, სამხრეთ ამერიკული ტრიოს შემცვლელის შეძენა იყო. პედრო ერთ-ერთ კანდიდატურად განიხილებოდა, რომელიც კატალონიურ კლუბში თავის დროზე ამ ფუნქციას ასრულებდა.
პედრო ინგლისურ კლუბში, გასული სეზონის დასაწყისში გადავიდა. "ბარსას" რიგებში ჩატარებულ უკანასკნელ მატჩში, "სევილიას" წინააღმდეგ, მან გოლი გაიტანა.
"ბართომეუსთან ტრანსფერის თაობაზე კონტაქტი მქონდა. შემდგარ დიალოგს რეალურზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. რთულია სადმე დაბრუნება. "ბარსელონასთან" მოგონებები მაკავშირებს." - განაცხადა პედრომ.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 8 მატჩში, პედრომ 1 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]