მოურინიო ალვესის გადაბირებას შეეცდება
"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ივანოვიჩის შემცვლელს "ბარსელონაში" მიაგნო. პორტუგალიელი სპეციალისტი დანი ალვესის გადაბირებას შეეცდება, იტყობინება Daily Mail.
ფაბრეგასისა და პედროს შეძენის შემდეგ მოურინიო კატალონიური გრანდის კიდევ ერთი ფეხბურთელის გადაბირებას აპირებს. იგი, 32 წლის ბრაზილიელის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აპირებდა, თუმცა მოულოდნელად მან "ბარსელონასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა და ამ თემაზე საუბარი შეწყდა, თუმცა დროებით.
მიმდინარე სეზონზე "ჩელსიმ" სტარტი ძალიან ცუდად აიღო. მოურინიო შეშფოთებულია 31 წლის ივანოვიჩის ფორმით, ამიტომ იანვარში ალვესის გაფორმებას შეეცდება. თვლის, რომ ამ დროისთვის "ბარსას" ფიფას სანქცია მოხსნილი ექნება და კლუბი შეძლებს ალეიშ ვიდალის დარეგისტირებას, თავად კი აღარაფერი შეუშლის ხელს, რათა აღნიშნული ტრანსფერი განახორციელოს. თავის მხრივ კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ფეხბურთელს სრული ნდობა გამოუცხადა.
შეგახსენებთ, რომ დანიმ "ბარსელონასთან" კონტრაქტი რამდენიმე თვის წინ, 2 წლით გაახანგრძლივა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]