მოურინიოს ალვესის გადაბირება სურს
"ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო "ბარსელონას" მარცხენა მცველის, დანი ალვესის მომსახურებით დაინტერესდა, იტყობინება ბრიტანული პრესა.
წყაროს ინფორმაციის თანახმად, პორტუგალიელი სპეციალისტი, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, თავისი გუნდის შემადგენლობაში ბრაზილიელი ფეხბურთელის გაწევრიანებას აპირებს. მოურინიომ ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობას სთხოვა, ძალისხმევა არ დაიშუროს, რათა იანვარში ტრანსფერი შედგეს. მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებები ორ კლუბს შორის უახლოეს დღეებში დაიწყოს.
შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალვესი კატალონიურ კლუბში გამოსვლას მინიმუმ 2016 წლამდე აპირებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]