სუბისარეტას ახალგაზრდების იმედი აქვს

სუბისარეტას ახალგაზრდების იმედი აქვს

"ბარსელონა" ყოველთვის გამარჯვებისკენ მიისწრაფვის. ასე იყო ადრეც და ასე არის ახლაც. ფაქტია, რომ ჩვენ გვყავს 19 ფეხბურთელი, რაც სავსებით საკმარისია. ზოგიერთი გუნდისთვის შეიძლება ეს ძალიან ცოტა იყოს, მაგრამ არა "ბარსასთვის". ამ ფეხბურთელების გარდა ჩვენ გვყავს ახალგაზრდული გუნდი, რომლებსაც დახმარება ყოველ წუთას შეუძლიათ."

"ჩვენ გვყავს დაბალასნებული შემადგენლობა. ახლა, ან ზამთრის სატრანსფერო სეზონზე ვინმეს შეძენა აუცილებლობას არ წარმოადგენს".

"ჩვენი კანტერის ფეხბურთელები ნელ–ნელა პირველი გუნდისთვის ემზადებიან, მაგრამ მათი ასაკის გათვალისწინებით, გვინდა, რომ ჯერ მხოლოდ მეორე დივიზიონში ითამაშონ."

"ხავიერ მასკერანოს ყიდვა ჩვენ 20 მილიონი ევრო პლუს მისი ხელფასისთვის, 4 მილიონი დაგვიჯდა."

"კლუბს ყავს 5 ისეთი ფეხბურთელი, რომელიც იჯარის წესით განათხოვრებულია სხვა გუნდებში. ფეხბურთელების ხელფასს ძირითადად სხვა გუნდები იხდიან.
კეირისონისა და ვიქტორ სანჩესის ხელფასები, შესაბამისად სანტოსისგან და ხეტაფესგან 100%–ით იფარება; რასინგი ენრიკეს ხელფასს 85%–ით ფარავს; კასერესის ხელფასი 90%–ით იფარება სევილიას მიერ, ხოლო გლების ხელფასის 75%–ის გადახდას ბირმიმგემი საკუთარ თავზე იღებს."

"აზიის ტურმა კლუბს, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შედეგები მოუტანა, მაგრამ ჩვენ ტურების შეწყვეტას არ ვაპირებთ, უბრალოდ კლუბის ხარჯებს კარგად გავაანალიზებთ."

"გუარდიოლამ იცის, როდესაც მას მოესურვება, მაშინ გავუხანგრძლივებთ კონტრაქტს."

"სესკ ფაბრეგასზე, კლუბმაც და თავის მხრივ ფეხბურთელმაც ყველაფერი ვცადეთ რისი გაკეთებაც შეგვეძლო. ბოლოს "არსენალს" 40 მილიონიც კი შევთავაზეთ, მაგრამ როგორც ჩანს ფაბრეს დაკარგვა არ სურთ. ჩვენ ძალიან გაგვეხარდებოდა მისი კლუბში გადმოსვლა, მაგრამ, როგორც გამოჩნდა, ეს შეუძლებელი იყო. ამის მიუხედავად მოლაპარაკების აღდგენას მაინც ვაპირებთ".

"გუნდის ჯამური ხელფასები 5%–ით შემცირდა. მართალია ეს ჩვენი მიზანი არ იყო, მაგრამ რას ვიზამთ."

"ჩვენ კონტრაქტის განახგრძლივებას ვაპირებთ დანი ალვესთან. "ბარსასთვის" ნამდვილად არ იქნება კარგი მისი დაკარგვა და ამიტომაც ამ სამ თვეში კატალონიური კლუბის მიზანი მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება იქნება."

წყარო: fcbarcelona.cat

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.