მუნირი თბილისში ითამაშებს
"ბარსელონას" ახალგაზრდა ესპანელი თავდამსხმელის, მუნირ ელ ჰადადის თამაშს ქართველი გულშემატკივარი თბილისში, 7 ოქტომბერს იხილავს.
ესპანელთა 21-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ალბერტ სელადესმა 7 ოქტომბერს თბილისში საქართველოსთან და 13 ოქტომბერს ესპანეთში შვედეთთან სათამაშოდ განაცხადი დაასახელა, რომელშიც მუნირიც მოხვდა. ეს ნიშნავს, რომ "ბარსელონას" 20 წლის თავდამსხმელს 7 ოქტომბერს, 20 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ვიხილავთ.
მუნირ ელ ჰადადის ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებში 6-ჯერ უთამაშია დ 3 გოლი გაუტანია. ერთხელ მან ეროვუნლი გუნდის მაისურიც მოირგო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]