პენალტების სპეციალისტები

პენალტების სპეციალისტები

ალბათ ყველას კარგად გახსოვთ ვიქტორ ვალდესის მიერ აღებული პენალტი, პრიმერა დივიზიონის პირველ ტურში ''რასინგის'' წინააღმდეგ. მაგრამ ''ბარსელონაში'' კიდევ არიან მეკარეები, რომლებიც შესანიშნავად იღებენ პენალტებს, მაგალითად ხოსე მანუელ პინტო. ალბათ ''ბარსას'' ფანებს არასოდეს დაავიწყდბათ ის დღე, როდესაც ესპანეთის თასის ნახევარ ფინალში პინტომ ''მალიორკას'' ფეხბურთელის ტერთმეტმეტრიანი დარტყმა აიღო და ამით თავის გუნდს ფინალში თამაშის საშუალება მისცა. ეს 2009 წლის 4 მარტს მოხდა, როდესაც ''ბარსა'' მალიორკაში გაემგზავრა განმეორებითი მატჩის ჩასატარებლად. მართალია ''კამპ ნოუზე'' ''ბარსას'' 2-0 ჰქონდა მოგებული, მაგრამ ამ პენალტს შეიძლებოდა ყველაფერი შეეცვალა, მაგრამ მოხდა ისე, რომ პინტომ პენალტის უპრობლემოდ აღება მოახერხა, შემდეგ კი მესიმ ანგარიში გაზარდა და ''ბარსელონამ'' ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

წელს პინტომ ხუან გამპერის თასზე ყველა გააკვირვა, მან ოთხიდან სამი პენალტი აიღო, ამას ალბათ არავინ ელოდა.

[media=http://www.youtube.com/watch?v=EwEnxmc5d8U]

 აი ვიქტორ ვალდესს კი უკვე შვიდი პენალტი აქვს აღებული, მათ შორის ერთი უახლოეს წარსულში. მას წელს შეუძლია გააუმჯობესოს თავის რეკორდი. შეგახსენებთ, რომ მან 2006-2007 სეზონში ერთდროულად სამი პენალტის აღება მოახერხა ''მალიორკას'',''დეპორტივოს'' და ''რასინგის'' წინააღმდეგ.

 ახლა კი გთავაზობთ ვიქტორ ვალდესის სეივებს:

[media=http://www.youtube.com/watch?v=Ue5yYyhH-LI]

ამის შემდეგ ალბათ ყველა დარწმუნდება, რომ ''ბარსას'' ნამდვილად არ აქვს მეკარეების პრობლება, როგორც ამას ბევრი ფიქრობს.

წყარო: fcbarcelona.cat

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.