პიკე: "ბურთს კარში შესვლა არ უნდოდა"
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი ხერარდ პიკე "სევილიასთან" წაგების (2-1) შემდეგ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ბურთს დღეს კარში შესვლა არ უნდოდა.
"დღეს ბურთს კარში შესვლა არ უნდოდა. მათ 2-ჯერ ჰქონდათ შანსი და გაიტანეს.
რა თქმა უნდა, მესი და ინიესტა გვაკლია, თუმცა მეტოქესაც ჰყავდა ტრავმირებული ფეხბურთელები. ეს არ გვამართლებს.
სანაკრებო შესვენების შემდეგ, უნდა დავიწყოთ მოგებები და ეს არ შევწყვიტოთ. "ბარსა" ცხრილის სათავეში უნდა მოექცეს.
რატომ ვერ გავიტანე მას შემდეგ, რაც ნეიმარმა ძელს ბურთი მოარტყა? არ ვიცოდი, ვიყავი თუ არა თამაშგარეში, ამიტომ გადავწყვიტე, ბურთს არ შევხებულიყავი. როგორც ჩანს, თამაშგარე არ იყო".
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]