მოურინიო: "ინიესტა ოქროს ბურთს არ იმსახურებს"

მოურინიო: "ინიესტა ოქროს ბურთს არ იმსახურებს"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ისაუბრა იმ ფეხბურთელებზე, რომლებსაც შანსი აქვთ მოიპოვონ ოქროს ბურთი. პორტუგალიელი სპეციალისტი არ ეთანხმება იმას, რომ 2009–2010 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ანდრეს ინიესტაა.

"რატომ ინიესტა? დიახ, მან გაიტანა უმნიშვნელოვანესი გოლი ფინალში, თუმცა მთელი სეზონი ტრავმირებული იყო. ასევე ოქროს ბურთის მოგებას არ იმსახურებს დიეგო ფორლანი. ფორლანმა კი კარგად ითამაშა "მუნდიალზე", მაგრამ "ატლეტიკო" ვერ მოხვდა ჩემპიონთა ლიგაზე და ეს დიეგოს ბრალია. მაგრამ ვესლი სნეიდერი კი ნამდვილად ღირსია მიიღოს 2009–2010 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება. მან "ინტერის" მაისურით მოიგო ყველაფერი და ამასთან ჰოლანდიის ნაკრები ფინალში გაიყვანა. სნეიდერის შემდეგ, ანუ მეორე ადგილოსნად მე ჩავის დავასახელებდი." –ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Marca.

წყარო: championat.ru

 

პ.ს. ვიცი ამის წაკითხვის შემდეგ მოურინიოზე "კარგის" თქმა მოგინდებათ, მაგრამ ამის ადგილი არაა კომენტარებში და ძალიან გთხოვთ დაიცვათ ცენზურა. წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაცია გაუფრთხილებლად მიიღებს საჭირო ზომებს!

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.