ზლატანი პეპს არ ეშვება
სტოკჰოლმში პრესკონფერენციისას შვედმა ფორვარდა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დაგმო "ბარსელონას" მწვრთნელის, პეპ გუარდიოლას საქციელი და მას "მცირე დროის" მწვრთნელი უწოდა.
"ჩემთვის დიდებული მწვრთნელი არის ის, ვისაც ყველა პრობლემის გადაჭრა შეუძლია. მცირე დროის მწვრთნელი კი მათი თავიდან მოშორება უწევთ. "ბარსაში" კი მხოლოდ ერთი ადამიანი იყო ვისაც ჩემი თავიდან მოცილება უნდოდა."
"მე არასოდეს მქონია პრობლემები რომელიმე მწვრთნელთან, მაგრამ უცებ ერთად ათასი პრობლემა დამიგროვდა და სამწუხაროდ არაფრის გაკეთება არ შემეძლო, რადგან "ფილოსოფოსს" ჩემთან საუბარი არ სურდა. სამაგიეროდ მოვძებნე ისეთი ადგილი, სადაც მე ბედნიერი ვიქნებოდი და ეს არის "მილანი". მე 28 წლის ვარ და არ შემიძლია ვიჯდე სკამზე და ვუცქირო იმას, თუ როგორი ამინდია."
შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი "ბარსამ" შარშან, ეტოოსა და 50 მილიონის სანაცვლოდ შეიძინა. იგი ახლა სტოკჰოლმში, საკუთარ ეროვნულ ნაკრებთან ერთად იმყოფება "ევრო 2012–ის" შესარჩევი მატჩისთვის, რომელსაც პარასკევს, უნგრეთის ეროვნული ნაკრების წინაამღდეგ გამართავს.
წყარო: Soccerway.Com
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]