ესპანეთის ნაკრების გულშემატკივრებმა პიკეს ისევ უსტვინეს

ესპანეთის ნაკრების გულშემატკივრებმა პიკეს ისევ უსტვინეს

"ბარსელონასა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ცენტრალურ მცველს, ხერარდ პიკეს, გულშემატკივრებმა ისევ უსტვინეს. ამ ინფორმაციას ესპანური Marca ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ეს მოხდა "ფურია როხას" ბოლო ვარჯიშის დროს, მას შემდეგ, რაც პიკე ნაკრების კაპიტანს, იკერ კასილიასს გაესაუბრა.

ესპანეთის ნაკრების გულშემატკივრების სტვენა 28 წლის ფეხბურთელის მიმართ ორი მიზეზით აიხსნება - პიკეს მიერ მადრიდის "რეალის" ლიდერის, კრიშტიანუ რონალდუს ირონიულად მოხსენიება და კატალონიის დამოუკიდებლობისთვის მხარის საჯაროდ დაჭერა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.