ვინ იქნება შემდეგი?

ვინ იქნება შემდეგი?

ცოტა ხნის წინ, ესპანურმა გამოცემამ, "ელ მუნდო დეპორტივო", წარმოადგინა სტატია "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელის, პედრო როდრიგესის შესახებ. ეს არის ადამიანი, რომელმაც მოახერხა და "სკამზე დაესვა" 3 მსოფლიო დონის ვარსკვლავი...

"თქვენ უნდა იმუშაოთ ძალიან ბევრი და ყოველთვის იზრუნოთ საკუთარ თავზე", ეს ფრაზა პედრომ მშობლიურ ტენერიფეზე მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ წარმოთქვა. კუნძულელები გაკვირვებით შესცქეროდნენ პედროს სახეს, პედრო როდრიგეს ლედესმა, დიდი ჩემპიონი, რომელიც ერთხელ უბრალო "პედრიტო" გახლდათ, დგას სარკის წინ და შესცქერის საკუთარ ბედნიერ, მომღიმარ და თავმდაბლურ სახეს. მან ხომ შეუძებელი შეძლო.

პედრო მსოფლიო ჩემპიონია, პატარა ჩემპიონი, რომელმაც 2010 წლის მუნდიალის ნახევარფინალი და ფინალი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, რომელმაც მოიგო 2 ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, სამეფო თასი, ესპანეთის სუპერ თასი, ევროპის სუპერთასი და მსოფლიო ჩემპიონატი კლუბებს შორის...

მთავარი ისაა, რომ იგი ფეხბურთს ძალიან სერიოზულად ეკიდება. მისი 2 ფეხი, სიჩქარე და გოლის გატანის საოცარი ალღო... ეს ტრიო კი ქმნის საოცარ ფეხბურთელს, რომელმაც უკვე 2 სუპერთასში მოახერხა გოლის გატანა. არავის წინაამღდეგ, მაგრამ ყველასთვის...

გამოუცდელი, მაგრამ დიდი ნიჭის პატრონი, რომელსაც აქვს დრიბლინგი, გრძელი პასი და ყავს ისეთი პარტნიორები, როგორიცაა მესი, ინიესტა და ჩავი. პედრომ სწორედ იმ დროს მოახერხა გოლის გატანა, როდესაც გუნდს ძალიან ჭირდებოდა... ეს იყო აბუ–დაბიში, მოსფლიო ჩემპიონატის ფინალი კლუბებს შორის.

ნელ–ნელა, ყველასგან შეუმჩნევლად პედრომ მოახერხა და სკამზე დასვა ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ლეგენადრული ტიერი ანრია. მოგვიანებით კი ანრის იბრაც შეუერთდა, როდესაც ბოიანმა თამაშის გაუმჯობესება დაიწყო. გუარდიოლამ არჩვეანი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე შეაჩერა (პედრო,ბოიანი,მესი) და არც შემცდარა, "ბარსამ" გაიმარჯვა!
- მსოფლიო ჩემპიონატი? რა ქნა პედრომ?
- მან ძალიან ბევრი იმუშავა, იმუშავა თავდაუზოგავად... ეს კი დელ ბოსკეს შეუმჩნეველი არ დარჩენია. პედრომ ტორესიც "დასვა".

ახლა კი ისმის კითხვა: ვინ იქნება შემდეგი?

წყარო: TotalBarca.Com

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.