"ბენფიკას" გრიმალდო უნდა
ლისაბონის "ბენფიკას" სამწვრთნელო შტაბი "ბარსელონას" ახალგაზრდა მარცხენა მცველის, ალეხანდრო გრიმალდოს მომსახურებით დაინტერესდა. ამ ინფორმაციას O Jogo ავრცელებს.
წყაროს ცნობით, პორტუგალიელები 20 წლის ფეხბურთელის შესაძენად იანვარში ან ზაფხულში მზად არიან. გრიმალდო კატალონიური კლუბის სარეზერვო გუნდში თამაშობს.
აქამდე გრიმალდომ უკმაყოფილება გამოხატა იმით, რომ "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე მას პირველ გუნდში თავის გამოჩენის შანსს არ აძლევს. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთლის განცხადება კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობას არ მოეწონა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]