მასკერანო 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

მასკერანო 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

"ბარსელონას" არგენტინელი უნივერსალი ხავიერ მასკერანო კატალონიური გუნდის მომდევნო ორ შეხვედრას გამოტოვებს. ამის მიზეზი სადისციპლინო კომიტეტის მიერ მისთვის მიცემული დისკვალიფიკაციაა.

პრიმერას გასულ ტურში, "ეიბართან" გამართული მატჩის დროს, მასკერანო მოედნიდან გვერდითი არბიტრისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო გააძევეს. არგენტინელმა განმარტა, რომ ის სიტყვები, რაც მან წარმოთქვა, მის სამშობლოში მიღებულია და გარდა ამისა, ისინი არბიტრისკენ მიმართული არ იყო. სადისციპლინო კომიტეტმა ეს გარემოება გაითვალისწინა და 31 წლის ფეხბურთელს სასჯელის მინიმალური ოდენობა, 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია განუსაზღვრა. ეს ნიშნავს, რომ არგენტინელი დღეს ესპანეთის თასზე, ხოლო პრიმერას მომდევნო ტურში "ხეტაფეს" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.