EMD: ნოლიტოს "სელტასთან" კონტრაქტი ჯერ კიდევ არ გაუხანგრძლივებია

EMD: ნოლიტოს "სელტასთან" კონტრაქტი ჯერ კიდევ არ გაუხანგრძლივებია

"სელტა" ნოლიტოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს განაგრძობს, თუმცა უშედეგოდ, იტყობინება El Mundo Deportivo.

წყაროს ცნობით კლუბსა და ფეხბურთელს შორის გარკვეული უთანხმოებაა, რომელიც კონტრაქტის პირობებს უკავშირდება.

მთავარი კანდიდატი, რომელიც ნოლიტოს გადაბირებას შეეცდება "ბარსელონაა". კლუბის ხელმძღვანელობა აღნიშნული ტრანსფერის განხორციელების შესაძლობობას ოპტიმისტურად არ უყურებენ, მაგრამ ლუის ენრიკე კვლავ მის შეძენას ითხოვს, რადგან ფეხბურთელი კარგად იცნობს ესპანეთის ჩემპიონატს.

ნოლიტოს ღირებულება 18 მილიონ ევროს შეადგენს, მაგრამ კონტრაქტის გახანგრძლივების შემთხვევაში "ბარსელონას, მის სანაცვლოდ 25 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

29 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონზე 9 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში კი 7 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.