ლუის ენრიკე: "ჩვენი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა"

ლუის ენრიკე: "ჩვენი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მიზანი, ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა.

"ჩვენი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა. ჯგუფები კი კონკურენტუნარიანია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუმცა, როგორც ჩემპიონებმა უნდა გავაგზავნოთ გზავნილი, რომ ჩვენ მზად ვართ. გვინდა დღევანდელი შეხვედრა მოვიგოთ და დავრჩეთ ლიდერებად.

ვიცით, რომ ბატე-ს გარკვეული სირთულეების შექმნა შეუძლია. მიზნად გვაქვს ყველა ასპექტში გავაუმჯობესოთ თამაში, რათა მზადყოფნაში დავხვდეთ მოწინააღმდეგეს.

ვერმალენის გამოჯანმრთელება ძალიან კარგი ამბავია, მას ვენდობი და დარწმუნებული ვარ ჩვენს დახმარებას შეძლებს.

სერხი რობერტო ძალიან გვეხმარება. მისი ეროვნულ ნაკრებში თამაში? ესპანეთის ნაკრებში ბევრი მაღალი დონის მოთამაშეა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ გამოწვევისთვის მზადაა.

მე არ ვაპირებ ვითამაშოთ ტაქტიკით, 4-4-2. გუნდში სულ სხვა სტილის ადაპტაციას ვაპირებ. ასე, რომ შესაძლოა ვიფიქროთ ტაქტიკის შეცვლაზე.

რა არის თამამედროვე ფეხბურთი? - ეს არის სპექტაკლი, ეს არის სპორტი. არსებობს გარკვეული სტანდარტები, რომლებიც გარკვეულწილად შეიცვალა. ვითარდება ფეხბურთი და მასთან ერთად: ფეხბურთელები, მწვრთნელები და მედია." - განაცხადა ენრიკემ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.