ენრიკე: "მინდა ფეხბურთელებს მივულოცო"

ენრიკე: "მინდა ფეხბურთელებს მივულოცო"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ჩემპიონთა ლიგაზე "სელტიკის" დამარცხებისა (2:0) და ჯგუფში პირველი ადგილის განაღდების შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავს, რომელმაც მოახერხა და პირველი ადგილი ძალიან რთულ ჯგუფში დაიკავა და ეს ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე შეძლო.

მინდა ფეხბურთელებს მივულოცო. ჩვენ რომ ჯგუფის ლიდერები ვართ, ეს ყველა თამაშში დავამტკიცეთ.

ჩვენ ჩვენი დონე ვაჩვენეთ. ეს თამაში "მანჩესტერ სიტისთან" გამართულ დაპირისპირებას ჰგავდა. "სელტიკი" პრესინგს მიმართავდა, მაგრამ ბურთის კონტროლს მაინც ვახერხებდით. პრობლემა არ შეგვქმნია. იოლი თამაში გამოვიდა. მესიმ ჩვეულ, უმაღლეს დონეზე ითამაშა.

პიკესა და ალბას ცვლილება? მათ ტრავმები ახლახანს მოირჩინეს. მინდოდა, მომდევნო შეხვედრებისთვის ამ ფეხბურთელებს მოვფრთხილებოდი.

ნეიმარი? მას ყველაფერი გამოსდიოდა. გულშემატკივრების მხრიდან მისთვის სტვენა მხოლოდ 5-10 წუთს გაგრძელდა." - განაცხადა ლუის ენრიკემ მატჩის შემდეგ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    R A F I N H A A
    სტუმარი [?]
    #1 24 ნოემბერი 2016 11:46
    0
    თემას არ ეხება მარა გუშინ 50 თეტრში 75 ლარი მოვიგე :D

    თან ბეშიკტაშის 1X მეწერა smile smile