სუარესი: "ნეისთან თამაში სასიამოვნოა"

სუარესი: "ნეისთან თამაში სასიამოვნოა"

"ბარსელონას" ურუგვაელი ვარსკვლავი ლუის სუარესი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩში (3:0) ბატე-ს დამარცხების შემდეგ აცხადებს, რომ ნეიმართან თამაში სასიამოვნოა.

"ლეოს არყოფნაში ჩვენ, თავდამსხმელები, უნდა ვეცადოთ, კიდევ უფრო უკეთ გავუგოთ ერთმანეთს. როდესაც თამაშობ ისეთი მაღალი დონის ფეხბურთელთან ერთად, როგორიც ნეია, მატჩებისა და ასეთი თანაგუნდელობისგან სიამოვნებას იღებ.

გამარჯვების გარდა, დიდ სიამოვნებას მანიჭებს შედეგიანი გადაცემები და გოლები. როდესაც იმარჯვებ კლუბთან ერთად, რომელშიც ყოველთვის გინდოდა თამაში, ეს გაბედნიერებს. ახლა გუნდისთვის კარგი პერიოდია და ეს ზრდის ჩემს ბედნიერებას".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.