მესიმ ნეიმარსა და სუარესზე ისაუბრა

მესიმ ნეიმარსა და სუარესზე ისაუბრა

კატალონიური გრანდის ერთ-ერთმა პარტნიორმა კომპანიამ ("Gatorade") გადაიღო დოკუმენტური ფილმი "Mes que un triplet", რომელიც "ბარსელონას" წინა სეზონის წარმატების შესახებ მოგვითხრობს. ფილმში კლუბის ფეხბურთელები საუბრობენ თუ როგორ მოახერხეს ამხელა წარმატების მიღწევა, სადაც ლიონელ მესიმ ნეიმარისა და სუარესის შესახებ ისაუბრა.

"აღსანიშნავია, როდესაც თავდამსხმელად თამაშობ ისეთ ფეხბურთელებთან ერთად, როგორებიც ნეიმარი და სუარესი არიან, იმიტომ, რომ ისინი მაღალი დონის მოთამაშეები არიან. მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. ჩვენ შორის განსაკუთრებული ურთიერთგაგებაა.

ჩემ ცხოვრებაში ბევრი სიახლე მოხდა, მაგრამ ყველაზე დიდი ცვლილება გასულ წელს მოხდა, პრაქტიკულად ყველაფერი შევცვალე, მათ შორის კვების რაციონი.

ჩვენ მრავალი რთული სიტუაცია გამოვიარეთ, ყველა მათგანი სპორტს არ უკავშირდებოდა, მაგრამ ამ დროს, ერმანეთის მიმართ ყველაზე დიდი ერთიანობას გასახდელში ვიჩენდით. ვფიქრობ, როდესაც საჭირო იყო, ჩვენ გამოვაჩინეთ მეტი ძალა." - განაცხადა მესიმ.

აქვე გთავაზობთ დოკუმენტურ ფილმს "Mes que un triplet" ("უფრო მეტი, ვიდრე ტრიპლეტი"):

[media=https://www.youtube.com/watch?v=XviYhMgvZIQ]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.