ნეიმარმა არბიტრი გააკრიტიკა

ნეიმარმა არბიტრი გააკრიტიკა

"ბარსელონას" ბრაზილიელმა ვარსკვლავმა, ნეიმარმა, "ვილიარეალთან" გამართული თამაშის (3:0) შემდეგ, მატჩის მთავარი არბიტრი გააკრიტიკა.

მატჩში, რომელშიც ნეიმარმა დუბლი შეასრულა, მსაჯი "ბარსას" ვარსკვლავების მიმართ დაუნდობელი იყო, რაც იმაში გამოიხატა, რომ ინეისტამ, სუარესმა და ნეიმარმა ყვითელი ბარათები კამათის გამო მიიღეს.

"პროტესტის გამოხატვის საშუალება არ გვქონია. ყოველ ჯერზე, როდესაც პროტესტს გამოვთქვამდით, ყვითელ ბარათს ვიღებდით.

რაც შეეხება თამაშს - კარგად ვიასპარეზეთ და ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.