ნოლიტო: "ჩემთვის ლუის ენრიკეს რჩევა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო"

ნოლიტო: "ჩემთვის ლუის ენრიკეს რჩევა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო"

"სელტას" თავდამსხმელმა, ნოლიტომ "ბარსელონაში"მის შესაძლო  გადასვლაზე და ლუის ენრიკესთან მის ურთიერთობაზე ისაუბრა.

"ყველაფერი კარგადაა. მე მშვიდად ვარ და ვცდილოვ ღრუბლებში არ ვიფრინო. მიუხედავად ყველაფრისა მომავალზე არ ვფიქრობ.

ხდება ის, რაც უნდა ხდებოდეს. ახლა ვიგოში ბედნიერი ვარ და პატივს ვცემ "სელტას". ვნახოთ რა მოხდება მომავალში. ფიზიკურად ძალიან გავძლიერდი და მზად ვარ კიდევ დიდხანს ვითამაშო პრიმერაში.

ლუის ენრიკე - ის, ჩემი ერთ-ერი მშობელია სპორტში. "ბარსელონა ბ"-ში თამაშის დროს მაიძულა გამეგო, რომ მე შემეძლო, ფეხბურთი გამხდარიყო ჩემი ცხოვრება. მან ასევე წონაში დაკლება მაიძულა. ენრიკეს რჩევები ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან მისი რჩევები მეხმარებოდა კარიერაში წინ გადამედგა ნაბჯი.

ჩემი მიზანია "სელტასთან" ერთად კარგი სეზონი ჩავატარო. ყველა ფეხბურთელს უნდა ეროვნულ ნაკრებში თამაში. ჩემი ოცნება ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებაა." - განაცხადა ნოლიტომ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.