ნოლიტო ლუის ენრიკეს ემადლიერება

ნოლიტო ლუის ენრიკეს ემადლიერება

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი ნოლიტო კატალონიის "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს მის კარიერულ წინსვლაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის. ესპანელი შემტევი ამ კომენტარს "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი მატჩის წინ აკეთებს.

ლუის ენრიკე ნოლიტოს მწვრთნელი ჯერ "ბარსა ბ"-ში, შემდეგ კი "სელტაში" იყო. ფეხბურთლი სწორედ ამ პერიოდს იხსენებს.

"ლუის ენრიკე ჩემ კარიერაში მაშინ გამოჩნდა, როდესაც ნაბიჯი ან წინ უნდა გადამედგა, ან უკან. ენრიკესთან ერთად "ბარსა ბ"-სა და "სელტაში" ვთამაშობდი. ის მე მხარს ძალიან მიჭერდა. ენრიკემ, ჩემთვის, ძალიან ბევრი რამ გააკეთა. მან მაიძულა, ფეხბურთისთვის სხვა თვალით შემეხება.

ზედმეტი წონა ყოველთვის მაწუხებდა, ენრიკემ კი დამარწმუნა, რომ წონას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ის მეუბნებოდა, რომ 10 კილოს დაკლება მჭირდებოდა, რათა წარმატებისთვის მიმეღწია. ის შეუვალი იყო და ამას ჩემთვის აკეთებდა. მიზნის მიღწევა რთული იყო, მაგრამ ამან ჩემ კარიერაზე დადებითად იმოქმედა.

ნამცხვარი, პური და გაზიანი სასმელები - ყველაფერი ეს კარგია, მაგრამ ჩემი სპორტული კარიერისთვის დაუშვებელია. ვვარჯიშობდი, შემდეგ კი ბევრს ვჭამდი. ვიყავი თევზი, რომელიც საკუთარ კუდს ჭამს. ბოლოს კი მივხვდი - ელიტური ფეხბურთელი გამხდარი უნდა იყოს."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.