მესი წლის საუკეთესო სპორტსმენობისთვის იბრძოლებს

მესი წლის საუკეთესო სპორტსმენობისთვის იბრძოლებს

"ბარსელონას" ლიდერი ლიონელ მესი ცნობილი გამოცემის, Sports Illustrated-ის ვერსიით 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენის წოდებისთვის იბრძოლებს.

2015 წელს, ლეო მესი კვლავ "ბარსელონას" ლიდერად მოგვევლინა. ის გუნდს 4 ტიტულის მოგებაში დაეხმარა და წინ კიდევ ერთი ტიტულია. შედეგად, არგენტინელი წლის საუკეთესო 12 სპორტსმენს შორის მოხვდა.

მესის გარდა, წლის საუკეთესო სპორტსმენის წოდებისთვის უსეინ ბოლტი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, სტეფან კარი, ჯორდან სპითი, ტომას დევისი, სერენა უილიამსი, რონდა რუსი, სიმონე ბილსი, ჩარლი ლოიდი, ბეიზბოლის გუნდი "კანზას სითი როიალსი" და ცხენი "ამერიკული ფარაონი" იბრძოლებენ.

ხმის მიცემა ამ გვერდზე შეგიძლიათ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.