ბუსკეტსს ტრავმა არ აქვს
"ბარსელონასა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა, ინგლისთან ამხანაგური შეხვედრა სრულად ვერ ჩაატარა და გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება და საგანგაშო არაფერია.
კატალონიური Mundo Deportivo-ს ცნობით, 27 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და მას ტრავმა არ აღმოაჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის "კლასიკოში" ითამაშებს. ბუსკეტსი ესპანეთის ნაკრებთან ერთად დარჩება, თუმცა, სავარაუდოდ, სიფრთხილის მიზნით, 17 ნოემბერს ბელგიასთან გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]