"ბარსამ" ალვესისა და ბუსკეტსის ტრავმები დაადასტურა
"ბარსელონას" ოფიციალური საიტის ცნობით, მარჯვენა მცველმა დანი ალვესმა და ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს და დადასტურდა, რომ 2-ივე ფეხბურთელს აღენიშნება ტრავმა, თუმცა მათი გამოჯანმრთელების ვადები ჯერ უცნობია.
როგორც ცნობილია, ალვესს საზარდული აქვს დაჭიმული. რაც შეეხება ბუსკეტსს, მან კოჭი მცირედ დაიზიანა და სერიოზული არაფერია.
ესპანელი ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ალვესს, შესაძლოა, ერთი თვე გაუცდეს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]