ფაბრეგასი: "რამდენიმე წლის წინ მოლაპარაკებებს "რეალთან" ვაწარმოებდი"

ფაბრეგასი: "რამდენიმე წლის წინ მოლაპარაკებებს "რეალთან" ვაწარმოებდი"

"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი სესკ ფაბრეგასი აცხადებს, რომ წლების წინ, ის მოლაპარაკებებს მადრიდის "რეალთან" აწარმოებდა.

"რამდენიმე წლის წინ "რეალთან" კონტაქტი ნამდვილად მქონდა, მაგრამ გარიგება არ შედგა. პირობებზე ვთათბირობდით, მაგრამ საბოლოო თანხმობა არ მითქვამს. გადამწყვეტი ნაბიჯი ვერ გადაიდგა.

"ელ კლასიკო"? იმ შემთხვევაშიც კი, თუ მესი მოედანზე არ იქნება, "ბარსელონა" 4-3-3 სისტემით ითამაშებს და ბურთი ამ გუნდს ექნება. ეს კატალონიელთა სტილია. რთულია თქვა, როგორ ითამაშებს "რეალი". ფსონს "ბარსელონაზე" ჩამოვიდოდი.

რა თქმა უნდა, ბარსელონა მენატრება, რადგან ცხოვრების უდიდესი ნაწილი ამ ქალაქში გავატარე. "ბარსაში" სათამაშოდ დავბრუნდი კიდევ. თუმცა, ლონდონში ყველაფერი მაკმაყოფილებს.

კარგად მომექცა თუ არა "ბარსელონა"? გააჩნია, საიდან შევხედავთ, თუმცა მაინც მიმაჩნია, რომ კი. ბოლოს, ჩემი საქმეები არცთუ კარგად წავიდა. გულშემატკივრების უმრავლესობა ჩემით უკმაყოფილო იყო. ეს შევამჩნიე და გადავწყვიტე წავსულიყავი. კლუბისა და ჩემი გზები გაიყარა."

სესკ ფაბრეგასი "ბარსელონას" სკოლის აღზრდილია. 2003 წელს, 16 წლის ასაკში, ის "არსენალში" გადავიდა, საიდანაც 2011 წელს დაბრუნდა. "ბარსელონას" პირველ გუნდში 3 წლის თამაშის შემდეგ, 2014 წელს, სესკმა "ჩელსის" მიაშურა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.