ბოიანი: „იტალიაში ლუის ენრიკესი არ ესმოდათ“

ბოიანი: „იტალიაში ლუის ენრიკესი არ ესმოდათ“

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა თავდამსხმელმა ბოიან კრკიჩმა, რომელიც ამჟამად "სტოკ სიტის" ღირსებას იცავს, "ბარსელონას" ამჟამინდელი მწვრთნელის ლუის ენრიკეს იტალიაში სამსახური გაიხსენა, სადაც სპეციალისტი 2011-2012 წლებში მუშაობდა.

"იტალიაში სრულიად სხვა მენტალიტეტი მოქმედებს. მათ არ ესმოდათ ის თამაში, რომლისკენაც ლუის ენრიკე მიისწრაფიდა. იტალიელი ფეხბურთელებისთვის ამ მიმართულებით მუშაობა ძალიან უჭირდათ, თუმცა ყველაფერი ლუის ენრიკეზე არ ყოფილა დამოკიდებული. "ბარსელონაში" ენრიკემ მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეები იპოვა, რომლებიც მას წარმატების მიღწევაში დაეხმარნენ." - განაცხადა, ბოიანმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.