ტერ შტეგენი - "ბარსელონას" ახალი რეკორდსმენი

ტერ შტეგენი - "ბარსელონას" ახალი რეკორდსმენი

"ბარსელონას" კარის დარაჯი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი კატალონიური კლუბის რეკორდსმენი გახდა. 23 წლის ფეხბურთელი კატალონიური კლუბის ისტორიაში პირველი კიპერია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 2 თერთმეტმეტრიანის მოგერიება მოახერხა.

ტერ შტეგენმა პირველი პენალტი გასულ სეზონში, "მანჩესტერ სიტის" არგენტინელ თავდამსხმელს, სერხიო აგუეროს აუღო. რამდენიმე წუთის უკან კი, "რომასთან" მატჩში, მან ედინ ჯეკოს არ გაატანინა.

"ბარსელონას" მეკარეებიდან ჩემპიონთა ლიგაზე თითო თერთმეტმეტრიანი რუდ ჰესპსა და ვიქტორ ვალდესს აქვთ მოგერიებული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.