მესი ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

მესი ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

"ბარსელონას" ლიდერი ლიონელ მესი ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებისთანავე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ის კატალონიური გუნდის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც "რომასთან" (5:1) კარგი თამაში სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრით დაუფასდა. შეგახსენებთ, რომ "რომასთან" მატჩში ლეომ ანგარიშზე 2 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:

მეკარე: მატც სელსი ("გენტი");

მცველები: გრეგორი ვან დერ ვილი (პსჟ), გარი კეჰილი ("ჩელსი"), მარკოს როხო ("მანჩესტერი"), ალექს სანდრო ("იუვენტუსი");

ნახევარმცველები: ანდრეი იარმოლენკო (კიევის "დინამო"), ვილიანი ("ჩელსი"), კინგსლი კომანი ("ბაიერნი");

თავდამხსმელები: ანტუან გრიზმანი ("ატლეტიკო"), ლიონელ მესი ("ბარსელონა"), ალექსის სანჩესი ("არსენალი").

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.